სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს საწარმოო პროცესი შეუჩერა დარღვევების გამო.

სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. (მისამართი: ზუგდიდი, ბარათაშვილის N5, ი. ქ. (მისამართი: ზუგდიდი, წერეთლის N54) და ფიზიკური პირი ი. ხ. (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის N15 ბ) ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.

„ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ჰიგიენური ნორმების და მიკვლევადობის წესის დარღვევა, მათ შორის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი“ – წერს სააგენტო.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version