გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 6 და 7 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
________________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან