ავტოავარია მოხდა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დღეს, 27 სექტემბერს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა.

ავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვის დედა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 276-ე მუხლით.

შსს-ს ცნობით, მძღოლი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. მიმდინარეობს გამოძიება.

„ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ინფორმაცია განახლდება. 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version