სულხან ღლონტი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა განიხილება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. „ნამდვილად მიმდინარეობს კონსულტაციები ამის თაობაზე, მაგრამ ჯერ დანიშნული არ ვარ“, – უთხრა სულხან ღლონტმა „ბათუმელებს“.

სულხან ღლონტი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატი იყო მმართველი კოალიციიდან.

ბოლო პერიოდამდე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა მამუკა ბერძენიშვილი. მისი გათავისუფლების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მამუკა ბერძენიშვილმა დაწერა განცხადება გადადგომაზე და ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version