ორი ამერიკული გამოცემა – The Wall Street Journal და Politico – წყაროებზე დაყრდნობით ერთდროულად წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტის მიზანია პუტინი გააფრთხილოს – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს.

მედიის თანახმად, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე დაიწყოს. დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ რეტკლიფი მოსკოვში ჩვეულებრივი სამუშაო საკითხების გამო იმყოფებოდა.

Bloomberg წერს, რომ პუტინი მიიჩნევს, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, და უახლოეს პერიოდში მოსკოვი კიევზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების გაძლიერებას გეგმავს. გამოცემის ცნობით, რუსეთმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი განიხილოს.

უკრაინა თავის მხრივ ილონ მასკს სთხოვს, ნება დართოს Starlink-ის თანამგზავრები გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე, რათა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარების განადგურება შეძლონ.

OSINT ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა ამის გაკეთება უკვე დაიწყეს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version