კიევმა პარასკევი, 21 აგვისტო, გლოვის დღედ გამოაცხადა რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 12 ადამიანის დაღუპვის გამო.

20 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და 168 დრონით. ძირითადი დარტყმის სამიზნე კიევის რეგიონი იყო.

ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

ნგრევა დაფიქსირდა მინიმუმ 16 მრავალსართულიან შენობაში – ჩამოინგრა ზედა სართულები. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

დაზიანდა სკოლა, საბავშვო ბაღი და ბავშვთა საავადმყოფო, სადაც ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, დაზიანებულია საერთო საცხოვრებელი, საწყობები, მაღაზიები, ავტოფარეხები და ბენზინგასამართი სადგური.

კიევის საქალაქო პროკურატურამ ომის დანაშაულის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

21 აგვისტოს კიევის მუნიციპალურ შენობებზე დროშები დაშვებული იქნება. ამასთან, კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსაც ეძლევათ რეკომენდაცია, დაუშვან სახელმწიფო დროშები.

________-

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version