დღეს, 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებული ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა. გორაოს გადახდის შემთხვევაში ისინი დღესვე გათავისუფლდებიან.

კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. 2026 წლის 10 აგვისტოს მიერ მიერ გვარცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. კობა ფარტენაძის თქმით, ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზე იძალადეს  და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდება დაკავებულებს წარუდგინეს „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის“ მოტივით, თუმცა ეს არ არის მაკვალიფიცირებელი გარემოება. ამით პროკურატურა მიანიშნებს დანაშაულის მოტივზე.

პროკურორის თქმით, ზურაბ კონცელიძემ ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კობა ფარტენაძეს, კონკრეტულად კი, მაისურზე მოქაჩა, ხელი მოუჭირა და ამით დაზარალებულმა ტკივილი განიცადა.

მეორე ბრალდებულმა, გიორგი აფციაური კი კობა ფარტენაძეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაემუქრა დაჭრით.

„კონფლიქტი არაა ამოწურული…“ – ეს მთავარ გარემოებად დაასახელა პროკურორმა, როცა იგი ასაბუთებდა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას.

„პირველივე კომუნიკაციის შედეგად ისინი თავად გამოცხადდნენ პოლიციაში… წარმოდგენილია ბოდიშის წერილები“, – პროკურორს მიმართა ადვოკატმა ზურაბ კონცელიძემ. მან ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.

ზურაბ კონცელიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებულები აქამდე ნასამართლევი არ არიან.

ბრალდებულებს ასევე იცავს ადვოკატი სალომე ღოღობერიძე.

„ბოდიშს მოვიხდი“ – ორივე ბრალდებულმა ერთნაირი პოზიციით მიმართა მოსამართლეს.

ორივე ბრალდებულს დაეკისრა პოლიციაში გამოცხადების ვალდებულება, ასევე აეკრძალათ დაზარალებულთან კომუნიკაცია.

Exit mobile version