სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს შპს “ენგურჰესში” შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა.

სუს-ის ინფორმაციით, შპს „კოდორიჰესები“ ოკუპირებული  აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

„დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც  7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აცხადებს სუს-ი.

ინფორმაცია დღეს, 23 აპრილს გავრცელდა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version