სიახლეები

ჯონ ბასი ზოგიერთი ჟურნალისტისა და საარჩევნო გარემოს შესახებ

30.05.2012 • • 1144
ჯონ ბასი ზოგიერთი ჟურნალისტისა და საარჩევნო გარემოს შესახებ

ავტორი: ნათია ზოიძე

აშშ–ის ელჩმა ბათუმში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და ქართული მედიის თავისებურებაზე ისაუბრა.

გაზეთ „ბათუმელების“ შეკითხვაზე:
– წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოფიციალურად ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ კამპანია უკვე მიმდინარეობს. შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები რამდენიმე კანონში… თქვენ იღებთ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ამის მიხედვით როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში – აკმაყოფილებს თუ არა ის დემოკრატიის მოთხოვნებს?

ჯონ ბასი: – ეს ის შეკითხვაა, რომელიც აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე საქართველოს მეგობრებს. არის მითქმა–მოთქმა თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა თავისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თითქოს ამერიკის შერთებულ შტატებს ჰყავს საკუთარი კანდიდატი ან ელის სასურველ შედეგს. გავიმეორებ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას და მის სწრფვას დემოკრატიისკენ. ჩვენი მიზანია მხარი დაგიჭიროთ, რომ შეიქმნას კონკურეტუნარიანი გარემო და არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში, სამართლიანად. საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს პარლამენტი, რომელიც ასახავს საზოგადოებაში არსებულ აზრს და მრავალფეროვან შეხედულებებს.

რაც შეეხება ლეგიტიმურობის კრიტერიუმებს – მნიშვნელოვანია, რომ წინსაარჩევნო პროცესში და შემდეგაც იყოს ნათელი წესები, ხოლო საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ წესების შესახებ. ეროვნულმა ორგანოებმა უნდა მიაწოდონ ამ წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და წევრებს. რა არის დასაშვები და რა არა, ამ სტანდარტის გაუმჯობესების საშუალება ჯერ კიდევ რჩება.
რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას, ეს ნაადრევია. ერთ-ერთი, რაც უკვე მაღელვებს ეს დაბალნსებული გაშუქების ნაკლებობა, ზოგიერთი მაუწყებლის მხრიდან.

ჯონ ბასის განცხადებით, ჟურნალისტებში ცნობისმოყვარეობისა და კითხვების დასმის დეფიციტია.

„ხშირად მაოცებს ზოგიერთ ჟურნალისტში ცნობისმოყვარეობის დეფიციტი. როდესაც ჟურნალისტი არ სვამს რთულ კითხვას, არ ინტერესდება გარკვეული სფეროთი, არ ჩაეკითხება განსაკუთრებით ისეთი პასუხს, რომელიც ტოვებს გარკვეული კითხვების დასმის შესაძლებლობას. ეს ნიშნავს თავად ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობის ნაკლებობას, მაგრამ ამავე დროს იმ პოზიციას, რომელიც აქვს ჟურნალისტის უკან მდგომ პროდიუსერს. ხშირად ვხედავთ, რომ კომენტარის მიღებისას ჟურნალისტი აღარ სვამს დამატებით კითხვას, არ უდგება სკეპტიკურად მიღებულ პასუხს. ეს შესაძლებელია ნაწილობრივ ასახავდეს როგორც თავად ჟურნალისტის ხარისხს, პროფესიონალიზმის დონეს, გამოცდილების ნაკლებობას ან მის ქონას“.

ჯონ ბასს შეკითხვა ჟურნალისტებმა დემოკრატი კონგრესმენის ჯიმ მაკდერმოტის მიერ „2012 წლის საქართველოს დემოკრატიის აქტის“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

– პატივისცემით იმ სისტემისა, რომელიც მოქმედებს აშშ-ში აღმასრულებელ და საკანომდებლო რგოლებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ამ კანონპროექტზე გავაკეთო კომენტარი, მაგრამ ვადასტურებ – ჩემს ქვეყანაში დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ. ამაზე ეს კანონპროექტი და ბევრი სხვა რამეც მეტყველებს.

ელჩი ბასი ჟურნალისტებს ბათუმის პრესკაფეში შეხვდა.

გადაბეჭდვის წესი