სიახლეები

ხანძარი ბათუმში

30.05.2012
ხანძარი ბათუმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

გრიბოედოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, თვითმხილველთა თქმით „თავდაპირველად ცეცხლი სამსართულიანი კორპუსის მანსარდზე გაჩნდა შემდეგ კი ძალიან სწრაფად მთელ სახურავს მოედო. კორპუსის მანსარდზე  ცეცხლის ალი 12 საათისთვის დააფიქსირეს, სამაშველო სამსახური კი შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 15 წუთში მივიდა. დაახლოებით ამდენივე დრო დასჭირდა ხანძრის გაჩენის ადგილზე წყლის მიწოდებას.“ ცეცხლის ლოკალიზება 1 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მთლიანად დაიწვა მანსარდის ერთი მხარე.

კორპუსში მყოფთა გამოყვანა მაშველებმა დროულად მოახერხეს, მათგან არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=g75_GDihoso&w=560&h=315]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.