ბათუმის პორტში, 17 ნოემბერს, გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. სენდვიჩ პანელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა შეძლეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

____________

ფოტოზე: კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ხანძრის ამსახველი ვიდეომასალიდან.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version