Batumelebi | იყიდება თუ არა „ტვ 25“? იყიდება თუ არა „ტვ 25“? – Page 11277 – Batumelebi
RU | GE  

იყიდება თუ არა „ტვ 25“?

იყიდება-თუ-არა-„ტვ-25

ავტორი: ნათია ზოიძე
„ტვ 25“–ში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით ცვლილებებია დირექტორთა საბჭოში და ასევე, საუბარია წილების გასხვისებაზე. „ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირებოდა „ტვ 25“ – ის აღმასრულებელ დირექტორს მერაბ მერკვილაძეს, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. არხის გენერალური დირექტორის გია სურმანიძის განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია: „არანაირ წილის გასხვისებაზე საუბარი არ არის, 20 წელია ჩვენ ვართ მეპატრონეები და არაფერი იცვლება“. გია სურმანიძე უარყოფს ასევე ცვლილებებს დირექტორთა საბჭოში, მისი განცხადებით მერაბ მერკვილაძე აღმასრულებელი დირექტორია, თვითონ კი იყო და არის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მისით ქმით, ერთადერთი ცვლილება ტელევიზიის შენობას ეხება. ხვალიდან არხს ახალი მისამართი ექნება – თაყაიშვილის 61 . არხმა ახალი ოფისი იქირავა.
გია სურმანიძე ადასტურებს, რომ არხის გაყიდვის შესახებ უკვე სმენია: „რამდენიმე ადამიანმა მკითხა, ამას წინათ გვილოცავდნენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. რაც შეხეება მერაბ მერკვილაძეს, ის ავად არის და როგორც ჩანს ტელეფონი იმიტომ გამორთო, რომ აწუხებდნენ .“ გია სურმანიძე ამბობს, რომ ცვლილება არ შეეხება არხის ბადეს, საარჩევნო წელია და „მხოლოდ პოლიტიკურ რეკლამებს ველოდებით ახალს.“
„ბათუმელები“ იგივე კითხვებით „ტვ 25“ -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსსაც დაუკავშირდა. „ყველა თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა გია სურმანიძის პრეროგატივაა –განაცხადა მაია მერკვილაძემ „ბათუმელებთან.“
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ჯერ არც არხის მფლობელთა ვინაობა და არც წილთა თანაფარდოაბა შეცვლილა.
„ტვ 25“-ს სამი დამფუძნებელი ჰყავს. გია სურმანიძე –50 % –ს , მერაბ მერკვილაძე და მალხაზ ვერძაძე ტელეკომპანიის 25 % – 25 % ფლობენ.
„ტვ 25“ რეგიონულ ტელეკომპანიად 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 2000 წლის 19 თებერვალს აჭარის უშიშროების სამსახურის მაშინდელმა თანამშრომლებმა „ტელეარხი 25“-ის ხელმძღვანელებას, მათივე განცხადებით, ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირების მფლობელობაში გადავიდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ წართმეული ქონება დამფუძნებლებმა ისევ უკან დაიბრუნეს, თუმცა „ტვ 25“ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. ჯერ მაშინ, როცა სასტუმრო „მედეას“ გასხვისების შემდეგ ოფისის გარეშე დარჩნენ, მეორედ კი, როცა არხის ანგარიშს „ინკასო“ დაედო და დავა სასამართლოში გაგრძელდა. 2010 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად „ფინანსური ამინისტიის“ შედეგადაც „ტვ 25“ –ს ფინანსური დავალიანება მოეხსნა.
2011 წლის 26 მაისის აქციის ექსკლუზიური კადრების არხის ეთერში ჩვენების შემდეგ „ტვ 25“ საკაბელო ტელევიზიებმა ქსელიდან გამორთეს.
ამჟამად „ტელეარხი 25“- ის ეთერში საინფორმაციო გადაცემები და ორი თოქშოუ გადის. ყოველ დღე, 6 საათის განმავლობაში არხის მეშვეობით სტუდია „ობიექტივის“ გადაცემების ტრანსლაცია ხდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge