18 მარტს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავის სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იგი რუსთავის ქალთა კოლონიიდან ჩამოიყვანეს სხდომაზე დასასწრებად.
სასამართლოს შენობასთან ჟურნალისტები და მოქალაქეები იკრიბებიანსასამართლო პროცესზე დასწრების მსურველების რიგისასამართლოს ფოიეშისასამართლო დარბაზშიმარია რესას წიგნი „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ სასამართლო დარბაზშისასამართლო პროცესი„უსამართლო სასამართლო“ – წარწერა მაისურზებათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში რამდენიმე თვეა არ მუშაობს ხმის გამაძლიერებელი სისტემა, რის გამოც დარბაზში დამსწრეებს არც მოსამართლის და არც მხარეების ხმა არ ესმითმზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომლის აცილებაც მოითხოვეს ადვოკატებმა„შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ სტალინური, საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის,” – თქვა დღეს, 18 მარტს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმამორიგი სასამართლო სხდომა 31 მარტს ჩაინიშნა18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის კიდევ ერთი, ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა. სტიკერის გაკვრის საქმეზე მზია ამაღლობელს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამ საქმეზე მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავესმოსამართლე სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვამზია ამაღლობელი ბათუმის სასამართლოდან საპატიმროში მიჰყავთ. სასამართლოს ეზოს ჭიშკართან მზია ამაღლობელს მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები ელოდებიანპენიტენციური სისტემის მანქანა, რომლითაც მზია ამაღლობელი ქალთა კოლონიაში გადაჰყავთმოქალაქეები ცდილობენ ხმა გააგონონ მზია ამაღლობელსმანქანა, რომლითაც მზია ამაღლობელი გადაჰყავდათ, საცობში მოხვდადაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მოქალაქეები ფეხით მიჰყვებოდნენ მანქანას, რომლითაც მზია ამაღლობელი გადაჰყავდათ
ისმოდა პროტესტის შეძახილები„უსამართლო სასამართლო“
Published by ია ფრანგიშვილი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან
View more posts