9 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში, კიევში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია, ბოლო ოფიციალური ცნობებით, დაშავდა 117 ადამიანი.

სამაშველო ოპერაციები კიევში დღესაც მიმდინარეობს.

8 ივლისს რუსეთმა  უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში რუსული რაკეტა მოხვდა ბავშვთა საავადმყოფოს შენობას და საცხოვრებელ კორპუსებს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საავადმყოფოში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ექიმი.

საერთო ჯამში, 8 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა.

________________

ფოტო: ევროპის პრესპოტო სააგენტო.  EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version