აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

#11 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს სავაჭრო ცენტრი „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version