გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 20-21 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
___________
ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი