20 იანვარს, ქედაში ერთი პირი დაჭრეს. 36 წლამდე ასაკის კაცი ქედაში, კლინიკაში მსუბუქი დაზიანებით გვიან ღამით მიიყვანეს.

“ბათუმელების” ინფორმაციით კაცს ჭრილობები სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

“სტაბილური მდგომარეობაა, მალე გაეწერება,” – უთხრეს “ბათუმელებს” ქედის სამედიცინო ცენტრში.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კითხვაზე დააკავეს თუ არა მომხდარ ფაქტზე ვინმე, შსს-ს განცხადებით “ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”.

 

Exit mobile version