უკრაინული მედიის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მასშტაბით „შაჰედის“ ტიპის დრონების რეკორდული რაოდენობა გაუშვა – 90 ერთეული, რომელთაგან 87 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

რუსეთის შეტევა 11 საათს გაგრძელდა, თითქმის მთელს უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა, ასევე, ოთხი S-300 საზენიტო რაკეტით შეუტია ხარკოვის ოლქს და გამოიყენა 4 სარადარო რაკეტა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე თავდასხმისთვის.

ახალი წლის ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესაში 15 წლის მოზარდი დაიღუპა, 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version