უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 356 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
- ტანკი – 5 940 ერთეული [+27]
- ჯავშანტექნიკა – 11 015 ერთეული [+42]
- საარტილერიო სისტემა – 8 391 ერთეული [+15]
- MLRS – 935 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 617 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 503 ერთეული [+32]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 620 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 11 180ერთეული [+40]
- სპეცტექნიკა – 1 247 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 563 თვითმფრინავი
- 262 ვერტმფრენი
- 10 154 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 355 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 550 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 16 785 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook