ძლიერმა ქარმა წუხელ, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სახურავი დააზიანა.

„ძლიერმა ქარმა და წვიმამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართობის 2/3.

მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და უნივერსიტეტის პერსონალი.

მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად დაცული იქნას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა, მოკლე დროში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.“ – აცხადებს ბსუ.

ქარმა ბსუ-ს კორპუსის სახურავი გადახადა / ფოტო: ბსუ / 24.12.2023
ქარმა ბსუ-ს კორპუსის სახურავი გადახადა / ფოტო: ბსუ / / 24.12.2023

ძლიერმა ქარმა მთელი საქართველოს მასშტაბით პრობლემები შექმნა:

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version