უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 283 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
- ტანკი – 4 863 ერთეული [+34]
- ჯავშანტექნიკა – 9 220 ერთეული [+91]
- საარტილერიო სისტემა – 6 731 ერთეული [+18]
- MLRS – 809 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 545 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 316 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 226 ერთეული [+19]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 145 ერთეული [+20]
- სპეცტექნიკა – 965 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 488 თვითმფრინავი
- 250 ვერტმფრენი
- 7 709 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 496 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 162 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 723 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 14 064 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთმა ხარკოვის ცენტრს დაარტყა, ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს