6 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ 10 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
ბოლო ცნობებით, დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვია.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა დაარტყეს ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ერთ შემთხვევაში – საცხოვრებელ კორპუსს.
ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტდება.
მეორე დღეა ხარკოვის ოლქი რუსეთის სამიზნეა. გუშინ, 5 ოქტომბერს, რუსეთმა დაბომბა ხარკოვის ოლქის სოფელი, რა დროსაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა.
_____________
ფოტო: EPA-EFE/PAVLO PAKHOMENKO