უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინამ შექმნა საკუთარი რაკეტები და დრონები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთში დაარტყან სამიზნეებს, 1000-1500 კილომეტრის მანძილზეც კი.
ამის შესახებ დანილოვმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.
„იარაღი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინულია.
არის ორი მიმართულება, რომელიც მუშავდება გარკვეული გარკვეული დროის განმავლობაში. ესაა უკრაინული რაკეტების შექმნის პროგრამა, რომელიც დამტკიცდა ჯერ კიდევ 2020 წელს და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამა, რომელიც დღეს ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, ბევრი კერძო კომპანიის მონაწილეობით“, – განაცხადა მან.
დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თავს ესხმის მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტებს.
„ჩვენ თავს ვესხმით ქარხნებს ან სამხედრო წარმოებას, რომლებიც ჩვენს შვილებს კლავენ. ჩვენ ამას წერტილი უნდა დავუსვათ“, – თქვა მან.
დანილოვმა ასევე თქვა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ან სხვა ობიექტების აფეთქების უკან რუსი პარტიზანები არიან, რომლებსაც უკრაინა არ აკონტროლებს.