უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 246 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
- ტანკი – 4 211 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 8 188 ერთეული [+10]
- საარტილერიო სისტემა – 4 816 ერთეული [+21]
- MLRS – 699 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 460 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 017 ერთეული [+6]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 292 ერთეული [+17]
- სპეცტექნიკა – 715 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 458 თვითმფრინავი
- 245 ვერტმფრენი
- 5 381 უპილოტო საფრენი აპარატი
- 427 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 048 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 140 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 678 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 989 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
თავდასხმა კრივოი როგზე – 4 პირი დაიღუპა, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ