დღეს, 7 ივლისს, რუსეთში სამარას რეგიონში, ჩაპაევსკში, „პრომსინტეზის“ ქარხანაში, აფეთქება მოხდა. ეს ქარხანა ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.
რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა.
რუსული მედიის ცნობით, „პრომსინტეზის“ ქარხანა სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთსა და დსთ-ეს ქვეყნებში.