ხელვაჩაურში წყალზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა – „ბათუმის წყალი“

დღეს, 2 ივნისს, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურში, გავრცელდა ინფორმაცია სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შარაბიძეების დასახლებიდან დაგვიკავშირდნენ: „გვითხრეს, წყალი დასალევად არ გამოიყენოთ, დაზიანების გამო დაბინძურებულიაო. ვინ გაავრცელა არ ვიცი, ყველა ერთმანეთს აფრთხილებს“. შპს „ბათუმის წყლის“ განმარტებით, ამ ინფორმაციის შესახებ მათთვისაც გახდა ცნობილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – წყალი სუფთა და უსაფრთხოა.