„რუსეთი აშკარად ამზადებს ტერაქტს“ – პოდოლიაკი კრემლთან დრონების გამოჩენაზე

რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს კრემლს, ოფიციალური კიევი უარყოფს. ზელენსკის პრესსამსახურის განცხადების შემდეგ კრემლის ბრალდებას ტვიტერზე გამოეხმაურა მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. „რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ეს ყველაფერი პროგნოზირებადია… რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერაქტს. ამიტომ იგი პირველად აკავებს ყირიმში მსხვილ, სავარაუდო დივერსიულ ჯგუფს, შემდეგ კი „კრემლის თავზე დრონების“ დემონსტრირებას ახდენს. … ვრცლად „რუსეთი აშკარად ამზადებს ტერაქტს“ – პოდოლიაკი კრემლთან დრონების გამოჩენაზე