დღეს, 25 დეკემბერს და ასევე, 31 დეკემბერს, წინასაახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

„გარდა ამისა, მითითებულ დღეებში, 18:00-დან 02:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებს კომპანია.

ბათუმში დღეს, 25 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხე აანთეს.

ევროპის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები სწორედ 02 საათამდე შეძლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას.

___

ამავე თემაზე:

ბათუმში ნაძვის ხე აინთო: საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე – ფოტო

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version