გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.   მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო არქივიდან.