მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოქალაქემ თურქეთში 2 პირი მოკლა და საზღვარზე თავი მოიკლა

25.08.2022 • 21461
საქართველოს მოქალაქემ თურქეთში 2 პირი მოკლა და საზღვარზე თავი მოიკლა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ორი ქართველი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

„თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, – უთხრა „ბათუმელებს“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, მოკლული ორი პირიც საქართველოს მოქალაქეა.

„არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ვინაობაც ამ დრომდე დაუდგენელია, სახლში, სადაც ორ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა, გაურკვეველი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მოქალაქე მოკლა. მოკლულთაგან ერთი ქალია“, – წერს თურქული მედია.

გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ტაქსით მივიდა.

მომხდარ ფაქტზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: