კოვიდსტატისტიკა მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება – სამინისტრო

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურ რეჟიმში აღარ განახლდება. პანდემიის გამოცხადების შემდეგ დღეს, 3 მაისს, პირველად, stopcov.ge-ზე კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, კოვიდსტატისტიკა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება. გუშინ, 2 მაისს, პრემიერმა ღარიბაშვილმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ნაწილობრივ მოხსნა – პირბადის გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.