20 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა. გასულ დღე-ღამეში კოვიდით არავინ გარდაცვლილა.

დღეს, 20 აპრილს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარაში – 13, იმერეთში – 39, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 11, კახეთში – 9, მცხეთა-მთიანეთში –4, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

stocov.ge-ს მონაცემებით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 20 385, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 652, PCR ტესტით – 1 733. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 337 პაციენტი.  

Exit mobile version