რუსული НТВ-ეს წამყვანმა, ლილია გილდეევამ, ტელევიზია თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა.

Varlamov News-ს მან უთხრა, რომ ჯერ უცხოეთში წავიდა და შემდეგ დაწერა განცხადება. „მეშინოდა, რომ ისე არ გამიშვებდნენ,“ – ამბობს ის.

რუსული მედიის ცნობით, გილდეევას ორჯერ აქვს მიღებული რუსეთის პრეზიდენტის მადლობის წერილი „მედიის განვითარებისთვის“.

გილდეევა 16 წლის განმავლობაში მუშაობდა НТВ-ში.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ან გილდეევას კომენტარი იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა მისი წასვლა რუსეთ-უკრაინის ომს.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version