აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო აჭარაში 26 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა.

დისტანციურად სწავლობს 137 ცალკეული კლასიც.

დისტანციურზე გადასული სკოლები რეგიონების მიხედვით:

  • ბათუმი – 8 სკოლა
  • ხელვაჩაური – 3 სკოლა
  • ქედა – 1 სკოლა
  • შუახევი – 9 სკოლა
  • ხულო – 1 სკოლა

11 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 მოქალაქე.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version