ბათუმის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 29 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება ახალი გარეგანათების დამონტაჟებაზე. მერიის ინფორმაციით, გარეგანათების ძველი სანათები LED სანათებით ჩანაცვლდება. შეიცვლება 14 555 ერთეული სანათი.
31 იანვარს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა იმ 15 ქუჩის ჩამონათვალი, სადაც გარეგანათება თვეების განმავლობაშია გამორთულია, ან ნაწილობრივ არის განათებული.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმელებმა“ ზუსტად 23 ქუჩის მცხოვრებლებისგან მიიღო ანალოგიური შეტყობინება, რომ მათ ქუჩაზეც გამორთულია გარეგანათება.
„ბათუმელებმა“ მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება მერიაში სცადა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ვთხოვეთ მოეწოდებინა განრიგი, რომელ ქუჩაზე როდის იგეგმება გარეგანათების აღდგენა.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე აჭარგანათებაზე აღსადგენად გადაცემული აქვს შემდეგი მისამართები:
- პ. მელიქიშვილის და აკად. კომახიძის ქუჩების კვეთა.
- ფრიდონ ხალვაშის ქუჩა.
- 9 მარტის ქუჩა.
- პუშკინის ქუჩა.
- ბესიკის ქუჩის შესახვევი
- ფრ. ხალვაშის მე-3 შესახვევი.
- ქეთევან წამებულის ქუჩა.
- პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი.
- ე. თაყაიშვილის ქუჩა –
- ანგისის ქუჩა.
- აღმაშენებლის ქუჩა.
- პ. მელიქიშვილის ქუჩის 97-98.
- სვიშევსკის ქუჩა.
- კახაბრის მე-6 შესახვევი.
- გენ. აბაშიძის ქ. N36-38
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაურკვეველია, რა გრაფიკით იგეგმება ქუჩების განათება.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში 60-მდე ლოკაციაზე გამოიცვალა დაზიანებული განათებები და მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს.
[toggle title=”აქ ნახეთ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოწოდებული ქუჩების ჩამონათვალი, რომლებზეც ბოლო დღეებში ჩართეს გარეგანათებები”]
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მონაცემებით, აჭარგანათებამ წელს უკვე აღადგინა გარეგანათება შემდეგ მისამართებზე:
- ბაგრატიონის ქუჩა მელიქიშვილიდან ერისთავის ქუჩამდე მონაკვეთი.
- ლუკა ასათიანი სრულად აღდგენილია.
- ვაჟა-ფშაველა სადაც აღსადგენი იყო.
- ფაღავას ქუჩაზე ავარიული ბოძის დემონტაჟი განხორციელდა.
- აღმაშენებლის 5-7-9-11 ის ეზოები.
- ლეონიძის ქუჩა სრულად აღდგენილია.
- ლერმონტოვის 1/9 ეზო.
- კომახიძის ქუჩა , მელიქიშვილიდან მახარაძემდე.
- გორგასალი 141-ის ეზო.
- ს. ხიმშიაშვილი სრულად აღდგენილია.
- თაყაიშვილი სრულად აღდგენილია.
- ლერმონტოვი დასაწყისიდან გორგასლის ქუჩამდე.
- ორბელიანის ქუჩა.
- გ. აბაშიძის N3 ეზო.
- შინდისის სკვერი.
- კომახიძის ბოლო.
- ევდემოზ დიასამიძის ქუჩა.
- ოსტროვის მე2 შესახვევი.
- ვაჟა-ფშაველა ბრწყინვალეს კვეთა.
- დიდგორის ქუჩა.
- ბესიკის შესახვევი.
- თამარ მეფის გამზირი.
- შავშეთის ქუჩა.
- გოგოლიშვილის ქუჩა.
- შ. ხიმშიაშვილზე გამოიცვალა 13 ნათურა.
- კაჩინსკებზე 9 ცალი ნათურა შეიცვალა.
- ანწუხელიძეზე გამოიცვალა 8 ცალი ნათურა.
- ა. წერეთლის ქუჩა.
- თამარ მეფის გზატკეცილზე 8 ცალი ნათურა.
- ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 22 ცალი ნათურა შეიცვალა.
- მეფე მირიანის ქუჩა.
- კანანელის ქუჩა.
- გონიოს ქუჩა
- მელიქიშვილის ქუჩა პუშკინიდან ბოლომდე.
- მელიქიშვილის ჩიხი.
- მელიქიშვილის მეორე შესახვევი.
- ბესიკის ქუჩა სრულად.
- ბესიკის შესახვევი.
- პუშკინის ქუჩა მელიქიშვილიდან შავშეთამდე.
- ტბეთის ქუჩა.
- მარკოზ აჭარელის ქუჩა.
- ბ.ნ.ზ სახლი N2ის მიმდებარედ.
- ლერმონტოვის 107 ჟ ეზო
- ლერმონტოვის ქუჩა სრულად.
- ჯავახიშვილის სკვერი.
- ჯავახიშვილის ქუჩა ბაგრატიონიდან – ორბელიანამდე.
- გ. აბაშიძე სრულად.
- ფრიდონ ხალვაშის მე3 ჩიხი.
- კახაბრის ქუჩა.
[/toggle]
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მისამართები და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ სად გამოიცვალა განათება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 60 ლოკაციიდან ქუჩა ყველგან მთლიანად იყო გამორთული.
აქ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება 15 განათების ბოძიდან ვთქვათ ორზე არ ენთოს ნათურა, სადღაც შესაძლოა ჩამრთველი იყოს ამოვარდნილი და იმის გასწორება ხდება და ასე შემდეგ“, – ამბობს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორი, აკაკი ბერიძე.
მისი თქმით, დაზიანებული განათებების აღდგენაზე ბიუჯეტიდან ასევე დაიხარჯება 500 ათას ლარზე მეტი, ტენდერის დასრულების შემდეგ კი ახალი განათებები დამონტაჟდება.