ბათუმში შტორმია. ზღვის ტალღის სიმაღლე 15-30 დმ-ს [4-5 ბალს] აღწევს და ამ დროისთვის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. ახალ ბულვარში ტალღები პერიოდულად სასეირნო ბილიკზეც გადმოდის, ტერიტორია ხრეშით და ნატანითაა დაფარული.
დღეს, 15 იანვარს, ბათუმში მთელი დღის განმავლობაში დროგამოშვებით სეტყვა და ქარი იყო, ზოგჯერ ძლიერი. ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ, 16 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში.









___
შტორმის შედეგად მახინჯაურის დასახლებაში სანაპიროსთან გამორიყულ გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. გემი ზღვაში შესვლას ვერ ახერხებს.