8 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში ვირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარაში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობას გადის 2354 ადამიანი. აქედან კლინიკებში – 557, კოვიდსასტუმროებში – 279 , ონლაინ კლინიკაში [ანუ ბინაზე] – 1518 .

ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 204 პაციენტი.

8 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 2 622 ახალი შემთხვევა:

საქართველოში ომიკრონის 600 შემთხვევაა

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version