„სოკარის“ ცნობით, ხვალ,  14 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 დეკემბრის 16:00 საათამდე ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდებათ გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის აბონენტებს.

ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდება.

„სოკარ ჯორჯია გაზი”  აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version