თურქეთის პროვინციებში – ანტალიასა და მუღლაში დღეს, სამშაბათს, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე უბნები დააზიანა.

დაიტბორა რამდენიმე შენობა და ქუჩა, შეფერხდა ავიარეისები.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთში ძლიერი წვიმა და ქარი რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ნოემბრის ბოლოს 4 ადამიანი დაიღუპა სტამბოლში ქარიშხლის შედეგად.

______________

ფოტოზე: ბოდრუმის სანაპირო, 7 დეკემბერი/2021წ.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version