თურქეთში,  იზმირის პროვინციაში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სპეციალისტების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო.

მიწისძვრა დღეს, 30 ნოემბერს, დილის 7 საათზე დაფიქსირდა, 9 წუთში კი ისევ განმეორდა, ამჯერად ბიძგების სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდა იყო.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გუშინ, 29 ნოემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლსა და ბურსაში ქარიშხალი იყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

___________

ფოტო: „დეილი საბაჰი“

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version