აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 9 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში 203 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში 3 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 562 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 282 ინფიცირებული.

9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 6021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 75 პაციენტი გარდაიცვალა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version