სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ანტიჰიპერტენზიული ანუ მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტ “ლოსარ/კოლოსარ დენკის” რეალიზაცია. სააგენტო კომპანიებს აფრთხილებს, ფარმაცევტული ბაზრიდან მედიკანენტი გამოითხოვონ.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ „Denk Pharma GmbH & Co. KG“-ს წერილი მიიღო, აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტში (Losartan potassium) გენოტოქსიკური მინარევის აღმოჩენის თაობაზე.
გენოტოქსიკურად მიიჩნევა ქიმიური ნივთიერებები ან სხვა ფაქტორები, რომლებიც ტოქსიკურ გავლენას ახდენენ უჯრედის გენომზე.
საუბარია შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე:
ლოსარ-დენკი 25
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
ლოსარ-დენკ 50
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
ლოსარ-დენკ 100
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
კოლოსარ-დენკი 50/12.5
50მგ+12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
კოლოსარ-დენკი 100/12,5
100მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Denk Pharma GmbH & Co. KG
ხუთივე ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა გერმანიაა.