ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.  წინასწარი ინფორმაციით, ავარიის დროს დაახლოებით ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. არავინ დაღუპულა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 პირია კლინიკაში გადაყვანილი. „მიმდინარეობს მუშაობა“, – გვითხრეს სასწრაფოში, სადაც არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

შს სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტალებს არკვევენ.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version