გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 30 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 956 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 5.44%-ია.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.
25 სექტემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარაში – 73, იმერეთში – 172, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 47, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 156, კახეთში – 151, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთში – 3.