ხვალ, 13 სექტემბერს, საქართველოში მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე როგორც სხვა საჯარო სივრცეებში, აუცილებელია პირბადის ტარება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს შეიზღუდა კორონავირუსის ახალი ტალღის გამო.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version