საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინა უკვე საქართველოშია.

,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

ჩინური წარმოების „სინოფარმი“ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინაა, რომელიც დამზადებულია SARS-CoV-2-ის 19nCoV-CDC-Tan-HB02 შტამისგან.

ვაქცინა არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და კონსერვანტებს.

დღეისათვის საქართველოში 4 ვაქცინითაა შესაძლებელი აცრა – „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“.

 

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version