8 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 595 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 876 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 16 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

აჭარაში 812 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 5 016 პირი.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version