7 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 444 569, ბოლო 24 საათში – 4216
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 397240, ბოლო 24 საათში – 1735
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6054 , ბოლო 24 საათში – 38
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 45351, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26470, PCR ტესტით – 18881
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,3%, ბოლო 14 დღის – 8,33%, ბოლო 7 დღის – 9,25%
  • სულ აცრილია – 606988, დღიურად აცრილია – 23231
  • კარანტინის რეჟიმში – 42
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6426
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2523

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა – 620, იმერეთი – 464, ქვემო ქართლი – 217, შიდა ქართლი – 195, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 265, კახეთი – 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249; თვითიზოლაციაში კი 31 752 ადამიანი იმყოფება.

ამ თემაზე:

720 ექიმი სამედიცინო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად რეგულაციების დაწესებას ითხოვს

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version