6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა  41 907 კვლევა ტესტით

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.98%.

კოვიდის ყველაზე მეტი – 1640 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 628 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version