დღეს, 26 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს.
საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მსვლელობა ბათუმის ნავსადგურისკენ ცენტრალური პარკიდან დაიწყეს.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები




მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში 2011 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა. დღესვე სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.